2. პროექტის მთავარი
იდეა მოსწავლეებში ინტერესის
გაღრმავება, ქართული კულტურის ძეგლებისადმი
3. პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ
ქართული კულტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს, ციხე- სიმაგრეებს, ზოგიერთი მათგანი სამწუხაროდ დანგრევის პირასაა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას, მოინახულებენ, დააფიქსირებენ მის ფასადებს, ინტერიერს და გარემოს
მის ირგვლივ..
4. პროექტის მიზანი
მოსწავლეს გავუღვივოთ ინტერესი ქართული კულტურის ძეგლებისადმი, გამოვუმუშაოთ
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და მისი გამოყენებით ქართული ძეგლების პრეზენტაციის
უნარ-ჩვევა
5. მონაწილეთა ასაკი
VII კლასი
6. ვადები ერთი
თვე
7. მოსალოდნელი
შედეგები თავიანთი მოძიებული
ინფორმაციით, გადაღებული ფოტოებით და ჩანახატებით
შექმნიან სტენდს, რომელზეც ყველა ამ მასალას მოუყრიან თავს.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები სახელმძღვანელო,
ქართული კულტურის ძეგლების ამსახველი ბეჭდური პროდუქცია, მოსწავლეთა მიერ შექმნილი
ვიზუალური რესურსი, ფორმატი, წებო, ფერადი ფლომასტერები,
9.პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები) გაკვეთილზე ხდება იმ მატერიალური ძეგლების პრეზენტაცია,
რომლებიც მოსწავლეებს ერთობლივად მოწყობილ ექსკურსიებზე ან ინდივიდუალურად აქვთ ნანახი.
ძეგლზე ყოფნისას
მოსწავლეები მასწავლებლის დავალებით აფიქსირებენ
არქიტექტურის, მხატვრობის ნიმუშებს, ამუშავებენ ისტორიულ თუ სხვა დოკუმენტებს. მათ
მიერ შესრულებული ჩანახატები და ფოტოები შემდეგ ვიზუალური რესურსის როლს შეასრულებს,
ხოლო ადგილზევე გაკეთებული ჩანაწერები ზეპირი
პრეზენტაციის მომზადების დროს დაეხმარება მოსწავლეებს.
აქტივობა 1. ჯგუფის წევრებს განაწილებული აქვთ ფუნქციები
და თითოეული მათგანი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს ამზადებს რესურს ფორმატზე დასაწებებლად, აწებებს, უკეთებს წარწერებს. სამუშაოს დასრულების შმდეგ მოსწავლეები პრეზენტაციისტვის ემზადებიან.
აქტივობა2. თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ სტენდს და მოუთხრობს თანაკლასელებს ქართული კულტურის რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესახებ. მოსწავლეები აფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს და აღნიშნავენ, რომელი მათგანია ყველაზე საინტერესო, ამომწურავი, ორიგინალური და ა.შ.
10.საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
კავშირშია
ისტორიასთან
ს.გ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და
საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VII.9. მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის
ნამუშევარს და აზრს.
ს.გ.VII.10. განსაზღვრავს
სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს. აწყობს
გამოფენას და მონაწილეობს მასში
ს.გ.VII.13. მსჯელობს
მატერიალური კულტურის ძეგლებზე,
რომლებიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ადარებს ერთმანეთს
საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი ნონა მაჭარაშვილი
13.პროექტის
ვებ გვერდი: http://nonamacharashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment